გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და რუსეთს უკრაინაში წარმოებული საომარი მოქმედების დაუყოვნებელი შეწყვეტა სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი ავრცელებს.
ასევე ნახეთ: რუსეთი ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურს აკონტროლებსშოლცმა პუტინს ასევე მოუწოდა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის ჯარმა დაბომბა, ჰუმანიტარული დახმარება შეუშვას.
შოლცის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის გამართვის წინადადებით გამოვიდა და შესაძლო დროდ უქმეები დაასახელა.
ასევე ნახეთ: „სავარაუდოდ, მომდევნო დღეები უარესი იქნება“ - სტოლტენბერგიშოლცისა და პუტინის სატელეფონო ზარამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის არმიამ უკრაინის ზაპორიჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე შეტევა მიიტანა, რის შედეგადაც ნაგებობის რამდენიმე შენობაში ხანძარი გაჩნდა. რუსეთის ამ მოქმედებას დაუყოვნებელი რეაგირება მოჰყვა შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების ლიდერებისგან. ამერიკის ენერგეტიკის დეპატრამენტმა დაბომბვიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ ბირთვულ „ობიექტთან ახლოს რადიაციის ამაღლებული მაჩვენებლები“ არ ფიქსირდებოდა.
ენერგეტიკის დეპარტამენტმა ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი გაააქტიურა და უკრაინის ატომურ სადგურზე მოვლენებს აკვირდება.