ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი
უკრაინის დედაქალაქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდა.
ბორტზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, სულ 9 ადამიანი და ყველა მათგანი დაღუპულია.
ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა.
ვრცელდება ინფორმაცია 15-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. მათ შორის 3 ბავშვია.
ვერტმფრენის ნაწილები ბაღთან მდგარ ავტომბილსაც დაეცა.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მან უკვე დაავალა უსაფრთხოების სამსახურებს, უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და გარემოებები.
ვერტმფრენი, რომელიც ჩამოვარდა, საფრანგეთში წარმოებული "სუპერ პუმაა", ის კიივის გარეუბან ბროვარიში, დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა
რეგიონის გუბერნატორის განმარტებით, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი
შემთხვევის ადგილას გადაუდებელი დახმარების სამსახურები ჯერაც მუშაობენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს საბავშვო ბაღის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ლურჯ ფორმაში ჩაცმული ადამიანების სავარაუდო ცხედრები. ვერტმფრენის დიდი ნაწილი როგორც ჩანს, იქვე მდგომ ავტომობილსაც დაეცა.
პოლიციის მეთაურმა დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორისაა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე, ივჰენი იენინი, ასევე სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც მათთან ერთად უკრაინის სამაშველო სამსახურის მფლობელობაში მყოფი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ.