საუდის მეფემ პრინცი მოჰამედი ტახტის მემკვიდრედ დაასახელა

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა თავისი 31 წლის ვაჟი მოჰამედი ტახტის მემკვიდრედ დაასახელა.

ამავე დროს ის გააგრძელებს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულებას და ქვეყნის ეკონომიკურ მიმართულებასაც უხელმძღვანელებს.

სახელმწიფო მედია სააგენტოში დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტახტზე რიგით პირველი უფლება ჩამოერთვა მეფე სალმანის ძმისშვილს, მოჰამედ ნაიფს, რომელიც აღარც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინსიტრის ფუნქციას არ შეასრულებს.

ტახტის ახალი მემკვიდრე კი ვიცე პრემიერის ფუნქციებსაც შეითავსებს.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ამ ცვლილებებს სამეფო ოჯახის 34 წევრიდან 31-მა დაუჭირა მხარი.

მეფე სალმანმა ტახტი 2015 წელს, მისი ნახევარ ძმის, მეფე აბდულას სიკვდილის შემდეგ დაიკავა