საუდის არაბეთის გენერალური პროკურორი ადასტურებს, რომ კორუფციის გამოძიების პროცესში 208 ადამიანი დააკავეს. ის ასევე ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში საუდის არაბეთში 100 მილიარდი დოლარი გაიფლანგა.
სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, საუდ ალ მოჯებმა განაცხადა, რომ დაკავებულთაგან 7 ადამიანი ბრალდების წაყენების გარეშე გაათავისუფლეს, მაგრამ 201 ადამიანი დაკავებულია. კორუფციის გამოძიების ფარგლებში მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით 1700 საბანკო ანგარიში გაყინა.
მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ გამოძიება საუდის არაბეთის უმაღლესი ეშელონების გაწმენდას და მოწინააღმდეგეების თავიდან მოშრების მიზნით ტარდება. მათი ვარაუდით, 32 წლის უფლისწული მოჰამად ბინ სალმანი ძალაუფლების საკუთარ ხელში მობილიზებას ხდივლობს.