სარკოზი მერკელის შეხვედრის შედეგები

სარკოზი მერკელის შეხვედრის შედეგები

ევროკავშირის პრესსპიკერი ოლივერ ბეილი აცხადებს, რომ ევროკომისია მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის დასახულ გეგმას.

„ ჩვენ უკვე ავღნიშნეთ რომ საჭიროა ეკონომიკური და სავალუტო კავშირების ეკონმიკური მოძლიერება. ის რაც კრიზისის შემდეგ ხდება და ის რაც სარკოზი-მერკელის შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა სამშაბათს პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.“

ევროპის დავალიანებასთან არსებული კრიზისი ნიკოლა სარკოზისა და ანგელა მერკელის შეხვედრის მთავარი მიზეზი გახდა. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ საჭიროა ევროპის უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაცია. სარკოზიმ თავის მხრივ დასძინა, რომ უნდა შეიქმნას ახალი ეკონომიკური მმართველობა, რომელიც 17 ევროპული ქვეყნის ლიდერისგან შედგება.

ლიდერები წელიწადში ორჯერ უნდა შეხვდნენ და მას ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი უნდა ედგას სათავეში. ასევე მხარეებმა წამოაყენეს წინადადება ევროზონაში კონსტიტუციური ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც ევროზონის ყველა მთავრობამ საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტი უნდა დააბალანსოს.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ევრობონდების გამოშვებას მხარი არ დაუჭირეს. თუმცა ანალიტიკოსები, ინვესტორები და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მსგავსი ბონდები ნდობის ფაქტორს გაზრდის და დააშოშმინებს საფონდო ბირჟებს.

ოლივერ ბეილის განცხადებით ევრობონდების გამოშვება საინტერესო აზრია, მაგრამ ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას

„ ეს პრობლემას ვერ გადაწყვეტს, ამასთან ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპაში პოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობს.“

საფონდო ბირჟის რეაქცია ახლი ცნობების ნეგატიური იყო. აქციების ფასმა იკლო ოთხშაბათს დილას, რასაც მოგვიანებით უმნიშვნელო მატება მოჰყვა.

ექსპერტების განცხადებით საფონდო ბირჟების მსგავის რეაქცია გამოწვეული იყო იმით, რომ ევროპელი ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო გაბედული. სარკოზიმ და მერკელმა ევროკავშირის ხსნის ფონდის გაზრდა არ მოისურვეს, რომელიც ასობით მილიარდი დოლარის ტოლფასია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იმისათვის, რომ მას ეფექტუროფა შეემატოს საწიროა ამ ზღვარის 2 ტრილიონამდე გაზრდა მაინც. ამასთან ზოგიერთი მათგანის აზრით, ეკონომიკური ინტეგრაცია საციცოცხლო მნიშვნელობის ნაბიჯი იქნება. ლიან ბეგი ლონდონში მომქმედი ჩათჰამ ჰაუსის მკვლევართა ჯგუფის ეკონომიკური საკითხების ექსპერტია. მისი თქმით, ინტეგრაციის პროცესი საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობს, ამასთან ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს. მაგალითად როდესაც ფულის გადანაწილების ჯერი დგება ევროპის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამას ყოყმანით ხვდება.

„ მაგალითად გერმანიაში ამას აშკარად ეწინააღმდეგებიან. საგადასახადოში შესული თანხების გამოყენება სხვა ქვეყნების ვალების გასასტუმრებლად გერმანელების უკმაყოფილებას იწვევს. „

ანგერლა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ წამოაყენეს გეგმა ევროპის ტერიტორიაზე ფინანსური ტრანზაქციების საგადასახადო მოსაკრებლის დაწესების შესახებ.