პირველი ცნობები "სენდის" მიერ მიყენებული ზარალის შესახებ
დაახლოებით 1 600 კმ. რადიუსის მქონე ქარიშხალი ხმელეთზე ჯერ არ შემოჭრილა, მაგრამ ძლიერი ქარის და წვიმების გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ოჯახთა რიცხვი ბოლო საათის განმავლობაში გაორმაგდა და 116 ათასს აჭარბებს. ნიუ ჯერსის შტატის სანაპირო ქალაქებში, ოუშენ სითიში და ატლანტიკ სითიში მასიური წყალდიდობებია. წყალდიდობის შესახებ იუწყებიან ჩრდილოეთ კაროლინას და ვირჯინიის ქალაქებიდანაც.
სინოპტიკოსების ცნობით, სუპერ-შტორმად წოდებული "სენდი" ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს სულ რამდენიმე საათში დაატყდება თავს.
შეერთებული შტატების ფედერალურმა და ადგილობრივმა მთავრობებმა მზადება 2 დღით ადრე დაიწყეს. 9 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პარალიზებულია საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტი. ბოლო 27 წლის მანძილზე ამინდის მიზეზით პირველად დაიხურა ნიუ იორკის საფონდო ბირჟა. ნიუ იორკში, ფილადელფიაში, ვაშინგტონში და დანარჩენ მსხვილ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუქმებულია და არცერთი საჯარო დაწესებულება აღარ მუშაობს. თეთრ სახლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ობამამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც სტიქიას ორგანიზებული დახვდნენ და დღესაც მუხლჩაუხრელი შრომობენ.