დასვლეთ ვირჯინიის შტატში სამშაბათს ჩატარებული პრაიმერების არსებული შედეგებით, დემოკრატიული პარტიიდან ბერნი სანდერსმა, რესპუბლიკური პარტიიდან კი დონალდ ტრამპმა გაიმარჯვეს.
ბერნი სანდერსს ამ გამარჯვებით მცირე პროგრესი აქვს ნომინაციის მისაღებად საჭირო დელეგატების დამატებითი რაოდენობის მოსაპოვებლად.
სანდერსმა სამშაბათის პრაიმერში ხმების 51 პროცენტი მიიღო, ჰილარი კლინტონმა კი დემოკრატი ამომრჩევლის 36 პროცენტის ხმა.
დონალდ ტრამპმა, რომელიც ერთადერთი რესპუბლიკელი კანდიდატია, სამშაბათის პრაიმერები ადვილად მოიგო დასავლეთ ვირჯინიასა და ნებრასკაში.
მისი კამპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, ორივე შტატში მიღწეული წარმატება დიდი პატივია, და დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ მთავარ არჩევნებში ასევე გაიმარჯვებს.