ეფლმა სამხრეთ კორეულ კომპანია სამსუნგთან დავაში გამარჯვება მოიპოვა
აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით ტექნოლოგიურმა გიგანტმა, ამერიკულმა კომპანია- ეფლმა სამხრეთ კორეულ კომპანია სამსუნგთან დავაში გამარჯვება მოიპოვა. სამსუნგმა დაარღვია საპატენტო უფლებები, რისთვისაც 1.5 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა. როგორც კომპანია ეფლი აცხადებს, სამსუნგმა უკანონოდ გამოიყენა დიზაინი, რომელიც iPhon-ს და iPad-ს ეკუთვნოდა. სამსუნგმა ამ პროდუქციის ასლით შექმნა საკუთარი ხაზი "გალაქსი."
სამსუნგი ირწმუნება რომ დიზაინი მას რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა შექმნილი, ვიდრე ეფლმა 2007 წელს პირველი iPhone-ს წარდგენა მოახდინა.