პარიზში, 13 ნოემბერს მომხდარი თავდასმხების მთავარი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი ბელგიის პოლიციამ დააკავა.
ბრიუსელში, მოლენბეკის უბნის მერის განცხადებით, აბდესლამი და კიდევ ერთი პირი ოპერაციისას დაიჭრნენ.
ბელგიის ხელისუფლებამ მიმალვაში მყოფი ეჭვმიტანილის თითის ანაბეჭდები მისი ბინის ჩხრეკისას ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა. როგორც დადგინდა, პარიზის თავდასხმების განხორციელება ნაწილობრივ ბრიუსელში დაიგეგმა.