გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გლობალური სირთულეების ფონზე დღეს თანამშრომლობის გაღრმავება აუცილებელია ისე, როგორც არასდროს. მისი თქმით, ისეთი შეხვედრები, როგორიც გენერალური ასამბლეის სხდომაა, საერთო ხედვის შემუშავებისა და მშვიდობის, განვითარების, სოლიდარობისა და სამართლიანობის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მიმართული ძალისხმევაა. ბატონმა სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და სახელმწიფო მდივნის, ქალბატონი ჰილარი კლინტონის ხელმძღვანელობით, ისრაელსა და პალესტინელებს შორის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი განახლდა. „მშვიდობისკენ სავალი გზა იოლი გზა არ არის, თუმცა ის ერთადერთი გზაა,“ აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა.
მშვიდობა აღქმული უნდა იყოს არა მხოლოდ როგორც მიზანი, არამედ როგორც ნებისმიერი მიზნის მისაღწევი საშუალება. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კონცენტრაცია თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი კავკასიის იდეაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის ფართო-მასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისა და სრული განადაგურების საფრთხის წარმოქმენის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ საქართველო და მისი მთავრობა დამოუკიდებელ და დემოკრატიულ არსებობას ვერ გააგრძელებდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ამაყობს იმით, რომ ომიდან ორი წლის შემდეგ ქვეყანა კვლავ დემოკრატიული განვითარების გზას ადგას. ქართველი ხალხის თავდადებითა და მოკავშირეების დახმარებით საქართველო კვლავ წარმოადგენს პოლიტიკური რეფპრმებისა და სოციალური ტრანსფორმაციის „ლაბორატორიას.“
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო ხუთი წლის მანზილზე დაძლია პოსტ-საბჭოურ სივრცეში არსებული კორუფციის ერთ-ერთი უმძიმესი შემთხვევა. მსოფლიო ბანკმა კი წელს საქართველო მე-11-ე ადგილზე დააყენა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სიადვილის მხრივ. ეკონომიკურ მიღწევებთან ერთად, ბატონმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ავღანეთში სტაბილურობის მისაღწევად 1000-მდე ქართველი ჯარისკაცია გაგზავნილი. თუმცა დაამატა, რომ გარდა ავღანეთისა საქართველო სხვა ფრონტებზეც იბრძვის მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. მაგალითად, მისი თქმით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით საქართველომ არაერთი დამნაშავე დააკავა, რომლებიც ბირთვული მასალის ტრეფიკინს ეწეოდნენ.
ბატონმა სააკაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა, რასაც მან „მწვავე პრობლემა“ უწოდა. ოკუპირებული ტერიტორიები, მისი თქმით, „შავ ხვრელებს“ წარმოადგენს, სადაც მუდმივად ხდება ადამიანების ტრეფიკინგი, დამნაშავეების შეფარება, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო გადაზიდვა და სხვა სახის დანაშაულები.
მისი თქმით, რუსეთის მთავრობა არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს. გამომდინარე აქედან, „რუსული ჯარების მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად“ განდევნილი ხალხი საკუთარ სახცოვრებელ ადგილს ვერ უბრუნდება. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე საქართველომ „კონსტრუქციული ცალმხრივობით“ უპასუხა, რაც ცივილური დამოკიდებულებისა და მშვიდობის შენარჩუნებაში მდგომარეობს.
ბატონმა სააკაშვილმა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იმ სამ იზოლირებულ წევრს“ მიმართა, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დე ფაქტო ანექსაცია აღიარა და მათ აღიარების ანულირება სთხოვა. „ცუდი პოლიტიკის შეცვლა გვიანი არასოდესაა. საქართველოს დანაწევრების გეგემა ჩაიშალა და თავად რუსეთის ფედერაციასაც ერთ დღეს მოუწევს მისი საუბედურო პოლიტიკის შეცვლა.“ პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დაიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს, რომლებიც ამჟამად „ახალი რკინის ფარდის მიღმა ცხოვრობენ.“