მიხეილ სააკშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება. პირობები მედიას ნიკა გვარამიამ გააცნო.
"ჩემი შიმშილობა ხდება რუსეთის და მოქმედი ხელისუფლების იარაღი - არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს და ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა.
ასევე ნახეთ: "საქართველოს პოლიტიკური სისტემა გასაჭირშია" - ამერიკის ყოფილი ელჩებიამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა: შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი. ამიტომაც, გლდანის საავადმყოფოში არც ამის პირობებია და არც სათანადო კვალიფიკაციის პერსონალი. გარდა ამისა, წარმოუდგენელია ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, რომელიც წამების პირობებში მამყოფებს. აქ არ არსებობს უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური წნეხისგან დაცვის არანაირი გარანტია - რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაა", - გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის წერილი, მასთან გლდანის მე-18 დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ გააცნო მედიას.
გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზადაა მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, შიმშილობა შეწყვიტოს, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
სააკაშვილი მოითხოვს ეს გადაწყვეტილება მიიღოს კონსილიუმმა, რომლის შემადგენლობაში თანაბრად იქნებიან სახელმწიფოსა და მისი წარმომადგენლები.
ასევე ნახეთ: ნედ პრაისი: საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სააკაშვილის საჭიროებების დაკმაყოფილება