თეირანი რუსეთს აკრიტიკებს

ირანის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა თეირანისთვის ეს სამასი ტიპის რაკეტების მიყიდვის გეგმაზე უარის თქმის გამო.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, გენერალმა აჰმად ვაჰიდმა განაცხადა, რომ მოსკოვი საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლას დანებდა.

ვაჰიდმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის უარის შემდეგ ირანი გეგმავს ანტი სარაკეტო სისტემების განვითარებას. კრემლიდან მიღებული ინფორმაციით მოსკოვი ასევე უარს იტყვის ირანისთვის ტანკების, თვითმფრინავებისა და საზღვაო ხომალდების მიყიდვაზე.