რუსი სამხედროების სამიზნე ეკლესიებია

ეს კადრი მარიუპოლში 28 მარტს არის გადაღებული. რუსმა სამხედროებმა ეკლესიის შენობა დაბომბეს. იერიშის დროს ტაძარი სრულად განადგურდა და დაიწვა.

ეს კადრის უკრაინის ქალაქ ლუკაშვიკაშია გადაღებული. ფოტო 27 აპრილით თარიღდება. კადრში ჩანს ეკლესია, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაბომბეს. ტაძარის შიდა ინტერიერი სრულად დაიწვა, განადგურებულია საეკლესიო ნივთებიც.

ეს კადრი სივეროდონეცკში, 16 აპრილს არის გადაღებული. კადრში ჩანს ეკლესიის ფასადი და ნატყვიარები. რუსმა სამხედროებმა ეკლესიაზე იერიში არსებული ინფორმაციით რამდენჯერმე მიიტანეს, მაშინ როცა შენობას თავს მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა. 

ეს ფოტო 29 მაისს, ხარკივის რეგიონშია გადღებული. ეკლესიის გუმბათი რუსულმა ბომბებმა დააზიანა. 

ეს კადრი 25 მაისით თარიღდება. რუსმა სამხედროებმა ეკლესიის ეზოში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს ცეცხლი. ეკლესიის ჭიშკარზე ჩანს ნატყვიარები. 

ეს კადრი სოფელ პერემოჰაში, კიევის რეგიონშია გადაღებული. რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ტაძარზე. კადრში ჩანს ეკლესია, რომლის დიდი ნაწილი განადგურებულია. ფოტო 24 აპრილს არის გადაღებული.