პუტინის უვადო მმართველობა - რუსეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს

პუტინის უვადო პრეზიდენტობამდე ოფიციალურად 3 დღეა დარჩენილი, თუმცა სახელმწიფო წინასწარი ეგზითპოლის მონაცემებით ირკვევა, რომ რეფერენდუმში მონაწილე რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობამ - 76 პროცენტმა - 269 პუნქტისგან შემდგარ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

"VTsIOM" ის კვლევა 800 სხვადასხვა ლოკაციაზე და რუსეთის 25 რეგიონში ჩატარდა და საერთო ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 163 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ასევე ნახეთ: რუსეთში პუტინის ხელისუფლებაში დარჩენისთვის ხმის მიცემა დაიწყო

წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების გამო რუსეთში კრემლმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა კრემლში ამბობენ, რომ მათ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ეს არ არის არჩევნები და კონკურენცია პარტიებსა და პოლიტიკოსებს შორის.

კრემლში ასევე უარყოფენ, რომ პროცესი რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო, გაყალბებების ფონზე მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ: პუტინი: შეიძლება კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი

გაირკვა, რომ ათობით ცვლილებაზე რუსეთის მოქალაქეებმა მხოლოდ ერთ კითხვას უპასუხეს. მათ - კი - არა- შორის არჩევანი ისე გააკეთეს, რომ შეიძლება ბევრმა არც იცის საკითხების სრული ჩამონათვალი და შესაბამისად, არ იცის რომელი საკითხი როგორ შეცვლის მათ ცხოვრებას, ქვეყანაში პოლიციტიკურ მდგომარეობას და ა.შ.

ასევე ნახეთ: პოლიაკოვა: რუსეთისთვის ამ მდგომარეობიდან გამოსვლა უფრო რთული იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებისთვის

პუტინისთვის უვადო მმართველობის შესაძლებლობა, ქორწინების განსაზღვრება და ღმერთის მცნება - ეს საკითხები რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების გამორჩეულად საინტერესო ნაწილებია. თუმცა ყველაზე რეზონანსული და მნიშვნელოვანი პუტინის უვადო მმართველობის საწყისია.

ასევე ნახეთ: "კრემლის ოკუპაცია" - პუტინის უვადო მმართველობამდე ერთი ნაბიჯი რჩება

პუტინის იდეებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები გულისხმობს განულდეს წინა საპრეზიდენტო ვადები, რაც მას მისცემს საშუალებას ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს.

რუსეთში რეფერენდუმი გრძელდება, მოქალაქეებს საშუალება აქვთ ხმა მისცენ, ონლაინ, უბანზე მისვლით ან ფოსტის საშუალებით, რაც რეალურად ზრდის მაჩვენებლების გაყალბების შესაძლებლობას. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ხმას ორჯერ აძლევენ და ამის მტკიცებულებები სხვადასხვა მედიასაშუალებით უკვე გავრცელდა.