საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსეთის ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ვებგვერდი დაბლოკა. დაბლოკილია ნავალნისთან კავშირში მყოფი პირებისა და ორგანიზაციების ვებგვერდებიც. ეს ჯამში 48 საიტია.
გასულ თვეში, რუსულმა სასამართლომ ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციების ექსტრემისტულად გამოცხადების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილებით, ორგანიზაციები კანონგარეშედ ცხადდებიან და ნავალნისთან დაკავშირებულ პირებს სექტემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა ეზღუდებათ. შემოდგომაზე, რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს, დუმის ქვედა პალატის არჩევნებია დაგეგმილი.
ასევე ნახეთ: კრემლი ნავალნისთან დაკავშირებული ჯგუფების დევნას განაგრძობსაშშ და ბრიტანეთი სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს და რუსულ ოპოზიციაზე უსაფუძვლო დარტყმად მიიჩნევს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერისთვის“ გაგზავნილ განცხადებაში, რუსეთის ინტერნეტ-მარეგულირებელი „როსკომნადზორი“ წერს, რომ www.navalny.com და სხვა ვებგვერდები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაიბლოკა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ვებგვერდი ეხმარებოდა სასამართლოს მიერ აკრძალულ მოძრაობებს, პროპაგანდისა და უკანონო საქმიანობის გაგრძელებაში.
ნავალნის გუნდი მომხდარს გმობს და ელოდება, რომ ხელისუფლება ასევე დაბლოკავს ვებ-გვერდს, რომელიც ამომრჩეველს არჩევნების შესახებ ინფორმაციას აწვდის, ე.წ. „ჭკვიანი ხმის მიცემის“ ვებ-გვერდს. საიტი ურჩევს ამომრჩეველს როგორ მისცენ არჩევნებში ხმა ტაქტიკურად ისე, რომ მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატები დამარცხდნენ.
ასევე ნახეთ: პუტინი ამბობს, რომ მოვა დრო და ის საკუთარი შემცვლელის ვინაობას დაასახელებსნავალნის თანაგუნდელი ლოინიდ ვოლკოვი აცხადებს, რომ გუნდი მალე გაავრჩელებს ცნობას იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ხალხმა იმისთვის, რომ ვეგვრედები არ დაიბლოკოს.
ალექსეი ნავალნი რუსეთში ვლადიმირ პუტინის ყველაზე ცნობილი კრტიკოსია, რომლიც ახლა რუსულ ციხეში სასჯელს იხდის. მისმა დაკავებამ, რუსეთსა და დასავლეთს შორის არსეული დაძაბულობა კიდევ უფრო დაამძიმა. დასავლეთი კრემლს ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.