ველიკი ნოვგოროდში, ოპოზიციის წევრებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დეპუტატთა ყრილობაზე, რუსეთის პოლიციამ ორი პირი დააკავა.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მოსკოვიდან, იულია გალიამიანა და სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის დეპუტატი, ვიტალი ბოვარი 22 მაისს დააკავეს. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საბაბით, პოლიციამ სასტუმროში Amaks მიმდინარე შეხვედრა დაარბია.
ასევე ნახეთ: ნავალნი ამბობს, რომ "ბედნიერების რეცეპტს" მიაგნოველიკი ნოვგოროდის რეგიონის გუბერნატორმა, გლებ ნიკიტინმა 20 მაისს გამოცემული ბრძანებულებით, აკრძალა ერთ ოთახში 30-ზე მეტი ადამიანის შეკრება. პოლიციამ განაცხადა, რომ შეხვედრას 31 ადამიანი ესწრებოდა, თუმცა ორგანიზატორთა თქმით, ოთახში 25-ნი იყვნენ.
მარტში მოსკოვში პოლიციამ 200 ადამიანი დააკავა, ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები და ადგილობრივ ხელისუფლებათა დეპუტატები. მოსკოვში დაკავებულთა შორის იყვნენ ოპოზიციის ცნობილი წარმომადგენლები და პუტინის კრიტიკოსები. გალიამინა მაშინაც დააკავეს.