რუსეთმა ბირთვული შეიარაღების კონტროლის შეთანხმების, ახალი ”სტარტ”-ის გაგრძელება დაამტკიცა.
პარლამენტის ქვედა პალატამ, დუმამ, 27 იანვარს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი შეთანხმების 5 წლით გაგრძელებას. ამის შემდეგ ის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ სწრაფად დაამტკიცა.
2010 წელს ხელმოწერილ შეთანხმების ვადა მომავალ კვირაში იწურებოდა. ერთი დღით ადრე, ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა შეთანხმების გაგრძელებაზე თანხმობის შესახებ გამოაცხადეს, რასაც შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან დამტკიცება არ სჭირდება.
ასევე ნახეთ: შეერთებულმა შტატებმა "ღია ცის ხელშეკრულება" ოფიციალურად დატოვა
27 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ეს “სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი” იყო.
ახალი “სტარტი”, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შემორჩენილი ბოლო შეთანხმებაა, რომელიც შეიარაღების კონტროლს ეხება. შეთანხმება მზადყოფნაში არსებული სტრატეგიული ბირთვული ქობინების რაოდენობას 1550 ერთეულამდე ზღუდავს. მიტანის სისტემების რაოდენობას კი 700 ერთეულამდე. ის ასევე უზრუნველყოფს შემოწმების რეჟიმს.
ასევე ნახეთ: მილერი: რუსეთი შიშობს, რომ ამერიკა საკუთარი ბირთვული არსენალის განახლებას მალე დაიწყებს
ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2020 წელს სცადა მოლაპარაკება, რათა შეზღუდვები ბირთვული იარაღის სხვა კატეგორიებზეც გავრცელებულიყო და შეთანხმებას ჩინეთიც შეერთებოდა, რამაც მოლაპარაკებების შეჩერება გამოიწვია.
ბაიდენი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს შეთანხმების გაგრძელებას, თუნდაც მისი გაფართოების და გაძლიერების გარეშე. ორი პრეზიდენტი ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე 26 იანვარს შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდა.