რუსი ჟურნალისტი კისერში დანით დაჭრეს

ტატიანა ფელგენგაუერი

რადიოსადგურ ეხო მოსკვის ჟურნალისტი ტატიანა ფელგენგაუერი, რომელიც ეხო მოსკვის რედაქტორის მოადგილე და წამყვანი იყო, მოსკოვში, მის ოფისში შევარდნილმა პირმა კისრის არეში დაჭრა.

თავდამსხმელი დაკავებულია, ჟურნალისტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სიკვდილის მცდელობის მუხლით საგამოძიებო კომიტეტმა ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

დაჭრილი ჟურნალისტი, რომელიც 32 წლის არის, ცნობილი რუსი ჟურნალისტის და სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგუერის გერია. იგი ეხო მოსკვის არხზე 2005 წლიდან მუშაობს.

ეხო მოსკვი ერთერთი დამოუკიდებელი მედია საშუალებაა რუსეთში. რადიოსადგურის ცნობილი ჟურნალისტი იულია ლატინინა სექტემბერში რუსეთიდან წავიდა დაშინებისა და თავდასხმების შემდეგ.