ჟურნალისტი, რომელმაც ორშაბათ საღამოს, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამის წამყვანის ზურგს უკან, პლაკატი გამოფინა და უკრაინაში ომი დაგმო, რუსულმა სასამართლომ 30,000 რუბლით (280 დოლარი) დაჯარიმა. გამოცემა "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, გადაწყვეტილება ოსტანკინსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მარინა ოვსიანიკოვი არასანქცირებული აქციის ორგანიზებისთვის დააჯარიმეს.
ასევე ნახეთ: კრემლი ომის საწინააღმდეგო პროტესტს "ხულიგნობას" უწოდებსსასამართლოდან გამოსულმა მარინა ოვსიანიკოვამ მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დაკავების შემდეგ ოჯახთან დაკავშირების უფლება არ მისცეს და იურიდიულ დახმარებაზე უარი უთხრეს. მისი თქმით დაკითხვა 14 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ჟურნალისტმა სხვა კომენტარებისგან თავი შეიკავა.
პირველი არხის ჟურნალისტის ამ პროტესტს გამოეხმაურა კრემლიც. კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა სახელმწიფო არხს ხოტბა შეასხა, როგორც ობიექტურს და ჟურნალისტის ქმედება "ხულიგნობად" შეაფასა.
ასევე ნახეთ: პროკურატურა ნავალნისთვის 13 წლით პატიმრობას ითხოვს