შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტი იუწყება, რომ სამშაბათს, რუსეთის თვითმფრინავი შავ ზღვაზე საერთაშორისო წყლებში მყოფ ამერიკული დაზვერვის თვითმფრინავს 6 მეტრამდე მანძილით მიუახლოვდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, პილოტის მიზანი საერთაშორისო წყლებში ამერიკული თვითმფრინავის (“პოსეიდონი-8-ა”) მისალმება იყო.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსული თვითმფრინავი ამერიკულს “უსაფრთხო დისტანციაზე” მიუახლოვდა და მას შემდეგ, რაც ის ამოიცნო, კურსი შეიცვალა და ბაზაზე დაბრუნდა.
ამერიკის საზღვაო ფლოტის პრესსპიკერი ადასტურებს, რომ შეხება “უსაფრთხო და პროფესიონალური” იყო, როგორც თვითმფრინავის სიჩქარის, ასევე დისტანციის, ხილვადობის და სხვა დანარჩენი პარამეტრის გათვალისწინებით.