აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტეზე, ორშაბათს, რუსეთმა საარტილერიო იერიში განახორციელა. უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, შესაძლო სახმელეთო თავდასხმებისთვის ემზადებოდა.
ბატალიონის მეთაურის მოადგილის განცხადებით, ბახმუტში პოზიციები გამაგრებულია და დაშვება მხოლოდ სამხედრო როლის მქონე პირებს აქვთ. ნებისმიერი მშვიდობიან მოქალაქეს, რომელსაც ჯერ კიდევ სურდა ქალაქის დატოვება, მოუწევს გაბედულად გაუმკლავდეს ცეცხლს, თქვა მან.
ასევე ნახეთ: რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიშები მიიტანადონცეკის რეგიონში მდებარე ბახმუტი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავარი სამიზნეა და რამდენიმე თვის განმავლობაში მასზე განხორციელებულმა რუსულმა თავდასხმება ქალაქის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია.
„ქალაქი, ქალაქის გარეუბნები, მთელი პერიმიეტრი, არსებითად მთელი ბახმუტის მიმართულება და კოსტანტინივკა, გიჟური, ქაოტური დაბომბვის ქვეშაა. ყველა გზა, არტილიერიის მიერ, ქაოტურად იბომბება“ - თქვა უკრაინის სობოდას ბატალიონის მეთაურის მოადგილე ვოლოდომირ ნაზარენკომ.
ნაზარენკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ქალაქის ცენტრში ბრძოლები არ მიმდინარეობდა, ქალაქის დამცველები ნებისმიერი სახის თავდასხმისთვის მზად იყვნენ.
„ქალაქი ციხესიმაგრეა, ყველა პოზიცია და ყველა ქუჩა იქ, თითქმის ყველა შენობა, ციხესიმაგრეა“ - ამბობს ნაზარენკო.
მიმომხილველები აცხადებენ, რომ თუ რუსული ძალები ბახმუტს აიღებს, ეს ვლადიმირ პუტინს დონეცკის რეგიონში ახალ დასაყრდენს, ამასთან რამდენიმეთვიანი წარუმატებლობის შემდეგ, იშვიათ გამარჯვებას მისცემს. რუსულ თავდასხმას სათავეში "ვაგნერის ჯგუფის" დაქირავებული მებრძოლები უდგანან.
ასევე ნახეთ: კიევის თქმით, რუსულმა რაკეტებმა რუმინეთის და მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია13 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა, ფრონტის ხაზის გასწვრივ, რამდენიმე კილომეტრი წინ წაიწია. თუმცა, უწყებას არ დაუკონკრეტებია, სად. სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზი რამდენიმე რეგიონს მოიცავს.
უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული ძალების მიერ ბახმუტის მახლობლად 16 დასახლება დაიბომბა. კიევის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა არაერთი თავდასხმა მოიგერია ბახმუტის მახლობლად, ასევე ხარკივის, ლუჰანსკისა და ზაპორიჟიის რეგიონებში.
ლუჰანსკის გუბერნატორმა, სერჰი ჰაიდაიმ განაცხადა, რომ რუსუმა ძალებმა, ორშაბათს ყველა მხრიდან შეუტია ბილოჰორივკას, „მაგრამ, ჩვენმა ძალებმა წინააღმდეგობა გაუწია. იგივე ვითარება იყო კრემინის მიმართულებით - ბევრი რუსი გამოჩნდა, მაგრამ ჩვენს ძალებთან ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს“ - განაცხადა ლუჰანსკის გუბერნატორმა, უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრისას.
Your browser doesn’t support HTML5