რუსული კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს სქესის იურიდიულ, ან სამედიცინო ცვლილებებს, პარლამენტის ქვედა პალატამ პარასკევს, ბოლო მოსმენით დაამტკიცა. ეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ წამოწყებული ლგბტ უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკის ნაწილია.
კანონპროექტი რუსებს უკრძალავს სქესის შეცვლას ოფიციალურ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, რაც ლეგალური იყო 1997 წლიდან. გარდა ამისა, ექიმებს ეკრძალებათ "ადამიანის სქესის შესაცვლელად შექმნილი სამედიცინო ჩარევების განხორციელება", მათ შორის, ქირურგიული ჩარევა და ჰორმონოთერაპიის დანიშვნა.
რუსეთის დუმის დეპუტატებმა კანონპროექტს მეორე მოსმენით დაამატეს დებულებები და საბოლოოდ ხუთშაბათს, 13 ივლისს დაამტკიცეს. ახალი დებულება ტრანსგენდერებს ბავშვების შვილად აყვანას უკრძალავს. ასევე, ბავშვის მათ აღზრდაში დატოვებას იმ შემთხვევაში, თუ წყვილიდან ერთ-ერთი შემდგომში შეიცვლის სქესს.
ასევე ნახეთ: მოსკოვი დასავლეთს „ბირთვული ტერორიზმის“ სპონსორობაში ადანაშაულებსექიმები და ტრანსგენდერების უფლებების დამცველები ამბობენ, რომ ეს აკრძალვა ჰორმონის შემცვლელების შავ ბაზარზე გაყიდვას და იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც არ შეუძლიათ სამედიცინო დახმარებაზე წვდომა ჰქონდეთ, თვითმკვლელობის მცდელობის რიცხვს გაზრდის.
„ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ეს სიტუაცია აბსოლუტურ უიმედობას ჰგავს“, - განუცხადა სააგენტო "როიტერს" ელ სოლომინამ, რუსმა ტრანსგენდერმა ქალმა, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.
ეს კანონპროექტი ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯია რუსეთში გეი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების წინააღმდეგ მიმართულ სახელმწიფო პოლიტიკაში. პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ ლგბტქ ცხოვრების წესი ეწინააღმდეგება ტრადიციულ რუსულ ღირებულებებს და დასავლეთის მიერ მათი მიღება მორალური დაკნინების მტკიცებულებაა.