უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკივის რეგიონში რუსული დრონი პარასკევს გამთენიისას ავტობუსს მოხვდა, რის შედეგადაც ექვსი მუშა დაშავდა, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ. მათ შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა.
გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა თქვა, რომ ინციდენტი მოხდა ქალაქ დერჰაჩის მახლობლად, სასაზღვრო დასახლება ჰლიბოკედან, დაახლოებით 40 კილომეტრში. მაისში, ხარკივის რეგიონში რუსეთმა ფრონტის ახალი ხაზი გახსნა.
ასევე ნახეთ: უკრაინა ამბობს, რომ რუსეთის დრონებისგან ერთ-ერთი უდიდესი თავდასხმა მოიგერიაუკრაინის სამხედროებმა შეაჩერეს რუსეთის შეტევა ხარკივის საზღვრის გასწვრივ და თავდაცვა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 10 კმ-ით შეიჭრა სასაზღვრო რაიონებში.
რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს მეზობელ სუვერენულ უკრაინასთან, ათასობით მშვიდოანი ადამიანი ემსხვერპლა.