რუსეთში, ნავალნის მოკავშირე, კოვიდ-19-ის უსაფრთხოების წესების დარღვევის წახალისებისთვის გაასამართლეს. ლიუბოვ სობოლს, სასამართლომ 1-1/2 წლიანი პირობითი შეზღუდვები დაუწესა.
სობოლი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული სისულელეა. მას ბრალი ნავალნის მხარდამჭერი, არასანქცირებული აქციის გამართვის შემდეგ წაუყენეს.
ასევე ნახეთ: რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის ვებგვერდი დაბლოკასასამართლოს გადაწყვეტილებით, ის საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე შინ უნდა იყოს. მომდევნო 18 თვის განმავლობაში, აეკრძალა მასობრივ ღონისძიებებზე დასწრება, ამასთან თვეში სამჯერ, პოლიციაში აღრიცხვაზე უნდა მივიდეს. სასამართლოს განაჩენის შესახებ, „ტვიტერზე“ სობოლის ადვიკატი, ვლადიმირ ვორონინი წერს.
სობოლი თავდაპირველად შინაპატიმრობაში იყო ნავალნის რამდენიმე მოკავშირე, მათ შორის ნავალნის ძმა, ოლეგ ნავალნიც იმავე ბრალდებით გაასამართლეს.
თავად ნავალნი 2-1/2 წლიან სასჯელს იხდის. მისი მოკავშირები ხელისუფლებას, სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიციის ხმის ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებს.