რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში მყოფი ამერიკელი ინვესტორი, მაიკლ კალვი და კომპანია "ბარინგ ვასტოკის" სხვა მაღალი თანამდებობის მენეჯერები, დაკისრებული სასჯელისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას, სააგენტო "რიაზე" დაყრდნობით, "როიტერი" ავრცელებს.
კერძო საინვესტიციო ჯგუფის დამფუძნებელი კალვი და მისი სხვა აღმასრულებლები, 2019 წელს დააკავეს. გამსესხებელ კომპანია "ვასტოჩნისთან" ერთად, მათ თანხების გაფლანგვა ედებოდათ ბრალად.
კალვი ბრალდებას უარყოფდა, თუმცა სასამართლომ მას 2020 წლის 13 ნოემბრამდე შინაპატიმრობა მიუსაჯა. "ინტერფაქსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის აპირებს, რომ ძველი საქმიანობა უახლოეს მოამავალში განაგრძოს.
კალვის საქმემ უკმაყოფილება გამოიწვია რუსულ ბიზნეს სექტორში. რამდენიმე ოფიციალურმა პირმა, ისევე როგორც, ბიზნესმენმა, გამოთქვა თავისი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო კომერციულ დავებს და ბიზნესების მფლობელებს.