გერშკოვიჩს რუსულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა

მოსკოვის სასამართლომ, Wall Street Journal-ის რეპორტიორს, ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა. რუსეთის პროკურატურა მას ამერიკის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავება. რეპორტიორი წაყენებულ ბრალს უარყოფს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოში, რეპორტიორი სასამართლო დარბაზში გისოსებს მიღმა ჩანს. მას პატიმრობა 30 მარტამდე გაუხანგრძლივეს.

Your browser doesn’t support HTML5

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისტის რუსეთში პატიმრობის საქმე

გადაწყვეტილება სამი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს. რუსულმა სასამართლომ, წინასაწრი პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით, დაცვის მხარის მიერ აქამდე წარდგენილი არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გერშკოვიჩი 2023 წლის 29 მარტს, ურალის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს და თავდაცვის საიდუმლოების მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულეს. ის და გამოცემა "უოლ სტრიტ ჯორნალი", წაყენებულ ბრალს კატეგორიულად უარყოფს. აშშ-ის მთავრობამ, გერშკოვიჩი „უკანონოდ დაკავებულად“ გამოაცხადა.