პუტინის განცხადებით, ყირიმის რეგიონი რუსეთის "განუყოფელი" ნაწილია და ამ თემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება რუსეთს, უკრაინას და დასავლეთს შორის ურთიერთობას დაძაბავს.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილი ხდება. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმის რეგიონი რუსეთის "განუყოფელი" ნაწილია და ამ თემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება რუსეთს, უკრაინას და დასავლეთს შორის ურთიერთობას დაძაბავს.
კვირას ჩატარებულ რეფერენდუმზე შავი ზღვის ნახევარკუნძულის მოსახლეობამ ყირიმის რეგიონის უკრაინიდან გამოყოფას დაუჭირა მხარი. ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევენ.
პუტინის განცხადებით, რეფერენდუმი დემოკრატიული და საერთაშორისო ნორმების დაცვით ჩატარდა.
გუშინვე პრეზიდენტმა ობამამ გაკეთა განცხადება, რომ რუსეთის შვიდ და უკრაინის ოთხ მაღალჩინოსანს საბანკო ანგარიშები გაეყინება. მისი თქმით, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ყირიმის უკრაინიდან გამოყოფას უჭერს მხარს. პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის სუვერენიტეტისადმი საკუთარი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ რუსეთს სანქციები სავარაუდოდ დაემატება.
„ჩვენ რუსეთს მომავალშიც განვუმარტავთ, რომ მსგავსი პროვოკაციებით მსოფლიო იზოლაციაში მოაქცევს. საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. რუსეთის უკრაინაში შეჭრა რუსეთის დიპლომატიურ იზოლაციას გამოიწვევს, რაც რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.“
შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ბაიდენი ამჟამად პოლონეთში ვიზიტით იმყოფება და რეგიონის მოკავშირეეებთან მოლაპარაკებებს მართავს.