პუტინი თურქეთში ჩავიდა

განხილული იქნება ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ღაზასა და სირიაში მიმდინარე მოვლენები
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთ დღიანი ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. ახლო აღმოსავლეთსა და სირიასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთ-საწინააღმდეგო პოზიცია სავარაუდოდ განხილვების ერთ-ერთი თემა იქნება.

პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სირიასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა გავლნას არ იქონიებს თურქეთ-რუსეთის აქტიურ ეკონომიკურ პარტნიორობაზე. მისივე თქმით, განხილული იქნება ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ღაზასა და სირიაში მიმდინარე მოვლენები.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინის სამგზავრო განრიგის შეცვლა მის ავადმყოფობას, ან სავარაუდოდ ზურგის პრობლემებთანაა დაკავშირებული. 60 წლის პრეზიდენტის პრეს სამსახური კი მის შეუძლოდ ყოფნას დაჭიმულ კუნთს უკავშირებს.