რუსულ გემზე მყოფი 74 ადამიანის ბედი

„ავრორა ავსტრალისი“ ხილვადობის გაუარესების გამო იძულებული გახდა რუსული გემის მაშველი მისია შეეწყვიტა და უკან დაბრუნებულიყო
ანტარქტიკაში ყინულში მოყოლილი რუსული კვლევითი გემის ხნისთვის განხორციელებულ ოპერაციას ამინდის გამო ხელი შეეშალა. ავსტრალიური ყინულმკვეთი გემზე მყოფი 74 ადამიანის გადარჩენას ცდილობდა.

ძლიერი ქარები ვერტმფრენებსაც არ აძლევს გემთან ახლოს მისვლის საშუალებას. ავსტრალიის საზღვაო უსაფრთხოების ცნობით, ყინულმკვეთი „ავრორა ავსტრალისი“ ხილვადობის გაუარესების გამო იძულებული გახდა მისია შეეწყვიტა და უკან დაბრუნებულიყო. რუსული გემის დახმარებას ჩინური ყინულმკვეთი „თოვლის დრაკონიც“ ცდილობს, რომელიც აკადემიკოს შოკალსის სახელობის გემს 11 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა, მაგრამ სქელმა ყინულმა მას გზა გადაუკეტა.