რუსეთში სტიქია მძვინვარებს

მეწყერის შედეგად რუსეთის სამხრეთში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა
რუსეთის კრასნოდარის მხარეში კოკისპირული წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად სულ ცოტა 78 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობის ქარიშხალების და მეწყერის შედეგად რუსეთის სამხრეთში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა.
უეცრად მოვარდნილმა წყალმა ქუჩაში მდგარი ავტომანქანები დაფარა.

კრასნოდარის რეგიონში პარალიზებულია ტრანსპორტის მუშაობა, ქარიშხლის გამო ქალაქ ნოვოროსიისკში შეჩერდა ნავსადგურის მუშაობა.