"საერთაშორისო ამნისტია" ევროკავშირის მიმართავს

მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთის დუმის მიერ მიღებული ახალი კანონი ადამიანის უფლებებს თრგუნავს

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ლიდერებს თხოვენ, მოუწოდონ რუსეთის პრეზიდენტს, რუსულ საზოგადოებაზე ზეწოლა შეწყვიტოს.

ოთხშაბათს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიამ" მოუწოდა რუსეთს, საზოგადოებრივი ჩართულობა გააძლიეროს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებზე ზეწოლა და აქტივისტების და ჟურნალისტების დაცვა უზრუნველყოს.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის დუმის მიერ მიღებული ახალი კანონი ადამიანის უფლებებს თრგუნავს და უცხოურ გავლენას ზღუდავს. კანონის ზეგავლენის შედეგად, აქტივისტებს და ჟურნალისტებს სარისკო სიტუაციაში უხდებათ მუშაობა, ნათქვამია მიმართვაში.