„ფუსი რაიოთის“ ვერდიქტი

პროკურორებმა დასკვნითი განცხადებებისას აღნიშნეს, რომ მუსიკალურმა ნომერმა ეკლესიასა და მრევლს მიაყენა შეურაცხყოფა
რუსულმა სასამართლომ მუსიკალური ჯგუფის- „ფუსი რაიოთის“ სამ წევრს საბრალდებო დასკვნა გამოუტანა მართლმადიდებლურ ტაძარში პოლიტიკური შინაარსის საპროტესტო სიმღერის შესრულებისათვის. ბრალდება სამ წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლოს, ბრალდების დამტკიცების თხოვნით პროკურორებმა მიმართეს და დასკვნითი განცხადებებისას აღნიშნეს, რომ მუსიკალურმა ნომერმა ეკლესიასა და მრევლს მიაყენა შეურაცხყოფა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხების კოორდინატორი დუნია მიატოვიჩი და თქვა, რომ რუსეთში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით საშიში ტენდენცია შეინიშნება.