ლავროვი სირიის ოპოზიციას აკრიტიკებს

რუსეთის ამბოხებულებს პრეზიდენტ ასადის დამხობის მოთხოვნის მოხსნისკენ მოუწოდებს
რუსეთის განცხადებით სირიელი ამბოხებულების და ოპოზიციის მოქმედება პრეზიდენტ ასადის დამხობის მიზნით, აზიანებს ქვეყანაში ძალადობსი შეწყვეტის მცდელობის პროცესს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, ასადის დამხობის სურვილი ოპოზიციის „ახირებაა.“ ლავროვის განცხადებით, ვიდრე ის მოთხოვნა ძალაში იქნება, სირიაში ბრძოლები გაგრძელდება და „ადამიანებიც დაიღუპებიან.“ ლავროვის განცხადებით, სირიიდან რუსეთის მოქალაქეების ფართთო მასშტაბიანი ევაკუაციის გეგმა არ არსებობს.

დღეს მოსკოვის აეროდრომზე ორი თვითმფრინავი დაეშვა და მათში სირიაში მცხოვრები რუსეთის 77 მოქალაქე იმყოფებოდა. მათი უმეტესობა სირიელებზე გათხოვილი ქალები არიან.