რუს ბავშვთა გაშვილების პრობლემა

რუსეთის მედიის ცნობით, ამერიკაში გაშვილებული ბავშვი მშობლებს გაექცა
კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელეარხი 18 წლის ალექსანდრე აბნოსოვის შესახებ იუწყება, რომელიც შეერთებული შტატებიდან რუსეთში 72 წლის ბებიასთან დაბრუნდა. ჟურნალისტების ცნობით, 12 წლის ასაკში, ალკოჰოლიზმით დაავადებული მამის გარდაცვალების შემდეგ ანდრეი ამერიკელ ცოლ-ქმარს მიაშვილეს. ის ყვება, რომ 6 წლის მანძილზე პენსილვანიის ქალაქ ფილადელფიაში ცხოვრობდა და მშობლებთან მუდმივად კამათობდა, რის გამოც ანდრეის სახლიდან გაქცევა მოუწია. ამის შემდეგ ამერიკელმა მშობლებმა ის ზრდასრულად ჩათვალეს და შინ აღარ მიიღეს. 18 წლის ახალგაზრდამ სამშობლოში დაბრუნება არჩია.

რუსული სახელმწიფო მედია ამერიკაში მცხოვრები რუსი ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევებზე საუბრობს. ამჟამად შეერთებულ შტატებში სულ ცოტა 60 ათასი წარმოშობით რუსი ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც ბოლო 20 წლის მანძილზე ამერიკელმა მშობლებმა იშვილეს.