რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკობი ამბობს, რომ მოსკოვი არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოცდის განახლებას თუკი ამას ამერიკა არ გააკეთებს. საერთაშორისო საზოგადოება შიშობს, რომ რუსეთი გააუქმებს "ბირთვული გამოცდის აკრძალვის შესახებ ყოვლისმომცველი ხელშეკრულების" რატიფიკაციას.
რუსმა კანონმდებლებმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს დებატები უნდა გამართონ სწორედ ამ შეთანხმების გაუქმების შესახებ. ხელშეკრულებაზე ხელი 187 ქვვეყანას აქვს მოწერილი და ის 178 მათგანშია რატიფიცირებული. თუმცა ის ვერ ამოქმედდება, სანამ 8 ქვეყანა - ჩინეთი, ეგვიპტე, ირანი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა, ინდოეთი, პაკისტანი და შეერთებული შტატები მას ხელს არ მოაწერენ და რატიფიცირებას არ მოახდენენ.
შეერთებულ სტატებს ბირთვული იარაღის სატესტო აფეთქებებზე მორატორიუმი 1992 წლიდან აქვს გამოცხადებული და ამბობს, რომ ხელშეკრულების შეთანხმებას არ აპირებს. ხელშეკრულების ორგანიზაციის მეთაურმა 9 ოქრომბერს გამოხატა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ მოსკოვი მის დერატიფიკაციას აპირებს. მისი თქმით, ხელშეკრულების შენარჩუნება რუსეთის ეროვნულ ინტერესსაც შეესაბამება და მთელი კაცობრიობისასაც".
ასევე ნახეთ: ლავროვის თქმით, ბირთვული იარაღი რუსეთს საფრთხეებისგან იცავსრუსეთის სახელმწიფო დუმამ ამ ხელშეკრულებაზე მსჯელობის შესახებ გადაწყვეტილება იმ მოვლენების პარალელურად გამოაცხადა, როცა დასავლეთში შიშობენ, რომ მოსკოვმა შესაძლოა ბირთვული იარაღი უკრაინასთან ომში გამოიყენოს. დუმის სპიკერმა ვვიაჩესლავ ვოლოდინმა განხილვები მას მერე დააანონსა, რაც თქვა, რომ ქვედა პალატა მომდევნო სესიისას 1996 წლის ხელშეკრულების დერატიფიკაციას უყრიდა კენჭს. ხელშეკრულების დატოვებით დაიმუქრა მის მმართველ ორგანიზაციაში რუსეთის ელჩიც, მიხაილ ულიანობი. "მიზანი ამერიკასთან თანასწორ პირობებში ყოფნა იყო, შეერთებულმა შტატებმა კი ხელი მოაწერა, მაგრამ არ მოახდინა ამ შეთანხმების რატიფიკაცია.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაუქმება ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან ბირთვული აფეთქებების გამოცდის გლობალურ ნორმას შეუქმნის საფრთხეს.