გემები ჩრდილოეთ ყინულოვანი და წყნარი ოკეანის ფლოტებისთვისაა გათვლილი
რუსეთი ფრანგული, ჰოლანდიური და ესპანური სამხედრო საზღვაო ხომალდების ყიდვას გეგმავს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ერთი ხომალდის ყიდვას აპირებს, დანარჩენების კი ერთობლივად აგებას გეგმავს. პრეზიდენტმა მედვედევმა მხარი დაუჭირა ამ მოსაზრებას. სერდიუკოვის თქმით, გემები ჩრდილოეთ ყინულოვანი და წყნარი ოკეანის ფლოტებისთვისაა გათვლილი. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ „მისტრალის“ სახეობის ხომალდის რუსეთისთვის მიყიდვის გეგმის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის დასაწყისში გააკეთა.