რუსეთმა 18 ამერიკელს რუსეთში ჩასვლა აუკრძალა

შეერთებულმა შტატებმა ანალოგიური სანქცია დაუწესა რუს ჩინოვნიკებს
რუსეთმა 18 ამერიკელის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთში ჩასვლა, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა ანალოგიური სანქცია დაუწესა რუს ჩინოვნიკებს.
კრემლის განცხადებით, ვაშინგტონის ეს აქცია დიდ დარტყმას მიაყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ბუშის ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსანი და გუანტანამოს ციხის ორი ყოფილი უფროსი შედის.
შეერთებულმა შტატებმა რუსი ჩინოვნიკები ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით შეიყვანა აკრძალულ სიაში, რომელიც რუსეთის ციხეში დაიღუპა.