რუსეთის მუქარა

სენატში რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სამგზავრო ვიზების გაცემის შეზღუდვაზე მსჯელობენ
რუსეთი შეერთებულ შტატებს საპასუხო სანქციებით დაემუქრა, თუ სენატში ახალ კანონს მიიღებენ, რომელიც რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ არის მიმართული.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული კანონი, ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში, კრძალავს რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სამგზავრო ვიზების გაცემას და ამერიკის ბანკებში მათი ანგარიშების გაყინვას ითვალისწინებს.

ეს კანონი განსაკუთრებით იმ პირთა წინააღმდეგ არის მიმართული, ვინც რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის დაპატიმრებაში, წამებასა და მკვლელობაშია გარეული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მოსკოვი გაკვირვებულია ამერიკული მხარის პოზიციით, რადგან მათ არაერთხელ განუმარტეს, რომ ეს ნაბიჯი კრემლის მიერ საპასუხო, მკაცრ და ადეკვატურ რეაქციას გამოიწვევს.