ცდილობს თუ არა რუსეთი ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენას?

მაშინ როდესაც, ამერიკელი ამომრჩეველი არჩევნებზე მიდის, კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, რუსეთს არ აქვს არანაირი განზრახვა ამერიკის არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. თუმცა არჩევნებს წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან ჰაკერული შეტევა დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და Wikileak-ის მიერ კლინტონის ელექტრონული მიმოწერის გამოქვეყნება, რომელიც ამერიკის დაზვერვის თქმით, რუსული საიდუმლო სერვერებიდან განხორციელდა.

ამასთანავე, რუსეთის სამთავრობო მედია ღიად უჭერდა მხარს დონალდ ტრამპის კანდიდატურას. ერთ წლის განმავლობაში, რუსეთი კამპანიის ცენტრალური განსახილველი თემა იყო. კრემლის პრეს-სპიკერის, პესკოვის თქმით, ის რომ რუსეთი ჩარევას ცდილობს, არის აბსურდი. „ამერიკელებს ჩვენს გარეშე ბევრი პრობლემები აქვთ“, - განაცხადა მან.

მოსკოვი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამერიკის არჩევნებში, ჩვენ დავინახავთ, რომ ამერიკის სისტემა გაბზარული და კორუმპირებულია. რუსული პროპაგანდა დღევანდელი დღისთვის ემზადებოდა. სამთავრობო ტელევიზია საუბრობდა საარჩევნო სიებში „მკვდარი სულების“ არსებობაზე, „კარუსელზე“ კლინტონის მხარდასაჭერად და აცხადებდა, რომ ამერიკელთა ხმები, რომელიც დონალდ ტრამპისკენ წავა, საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით არ იქნება გათვალისწინებული.

დიმიტრი კისილიოვი, ყოველკვირეული შოუს „კვირის სიახლეების“ წამყვანი, და პუტინის ცნობილი მხარდამჭერი თვეების განმავლობაში საუბრობდა და განიხილავდა შეთქმულების თეორიებს, რაც ამერიკის არჩევნების გაყალბების შესაძლებლობისკენ მიუთითებდა. როგორც Moscow Time-ის მიმომხილველი ვლადიმერ ფლოროვი ამბობს, კისიოლიოვის მესიჯი ნათელია, ის ცდილობს სისტემის დისკრედიტაციას. „მისი მიზანი სისტემის დისკრედიტაცია. იმის თქმა, რომ ამერიკის დემოკრატიას სუნი უდის, ცირკია და არაფერია ამაში შესაშური“, - ამბობს ფროლოვი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

კრემლის ფავორიტი მოსკოვის მხრიდან დონალდ ტრამპის მხარდაჭერა კამპანიის მანძილზე ყველასთვის ნათელი იყო. ტრამპის პოზიცია სირიის კონფლიქტის, უკრაინის კრიზისის, NATO-ს აღმოსავლეთ სამეზობლოს შემთხვევაში, რუსეთის ინტერესებს ემთხვევა. კლინტონი საუბრობდა ტრამპის კავშირებზე მოსკოვთან, თუმცა FBI-ს გამოძიებამ ამ თემის გარშემო, მტკიცებულება ვერ მონახა.

რუსეთის სამთავრობო მედია, კლინტონის გარშემო შეთქმულების თეორიებს აქტიურად ავრცელებდა. მედიის თქმით კლინტონი კორუმპირებულია, და მისი ადგილი ციხეშია. კლინტონი წარმოდგენილია, როგორც რუსეთის რადიკალური მოწინაღმდეგე. საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, მოსახლეობაშიც მსგავს განწყობებს ვხვდებით. რუსების ერთი მესამედი ფიქრობს, რომ ტრამპის პრეზიდენტობა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს გააუმჯობესებს. მაშინ, როდესაც უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კლინტონის შემთხვევაში ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება. დამოუკიდებელი ტელევიზიის, „დოჟდის“ წამყვანის, კონსტანტინ ფონ ეგარტის თქმით, რუსეთის მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა ტრამპის მიმართ „უცნაურია“.

„საბჭოთა დროსაც კი, პოლიტ-ბიური არ ცდილობდა გავლენა მოეხდინა ამერიკის არჩევნებზე რადგან იცოდნენ, რომ მათ მოუწევდათ მომავალ პრეზიდენტთან მუშაობა ნებისმიერ შემთხვევაში“, - ამბობს ეგარტი.

კრემლის პოლიტიკა, იმის ხაზგასმას ცდილობს, რომ ამერიკა არ არის დემოკრატიის სტანდარტის შუქპირი. ეგარტის თქმით, კლინტონის მიერ არჩევნების მოგების შემთხვევაში რუსეთი იტყვის, რომ ტრამპს გამარჯვების უფლება არ მისცეს.