მედვედევმა რატიფიკაცია გაუკეთა სტარტის ხელშეკრულებას

მედვედევმა რატიფიკაცია გაუკეთა სტარტის ხელშეკრულებას

რუსეთის პრეზიდნტმა დიმიტრი მედვედევმა რატიფიკაცია გაუკეთა შეერთებულ შტატებთან დადებულ სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულებას.

ხელშეკრულება ძალაში შევა, როდესაც მხარეები ოფიციალურად გაცვლიან რატიფიცირებულ დოკუმენტებს.

ბატონი მედვედევის განცხადებით ეს შესაძლოა რუსეთის და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს მოხდეს.

ამერიკელებმა ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მოახდინეს, რომელიც შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ დაამტკიცა.