პრორუსული ძალები უკრაინის სამხედრო ძალებთან შეთაკებებისთვის მზად არიან
აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ დონეცკთან გამავალ მთავარ ავტომაგისტრალზე, პრო-როუსული დაჯგუფებები სიფხიზლეს არ კარგავენ, რათა უკრაინის სამხედრო კოლონა არ გამოეპაროთ. მათ პირობა დადეს, რომ უკრაინის სამხედრო ძალებს მაგისტრალს გადაუკეტავენ და შემდგომი გადააგილების უფლებას არ მისცემენ.
30 წლის იგორი სატვირთო მანქანის მძღოლია. როგორც იგორი აცხადებს, დაჯგუფებამ გააჩერა სამი სარაკეტო მოწყობილობა, რომლებიც საზრვრის მიმართულებით მოძრაობდნენ:
„აქ ვიმყოფები იმიტომ, რომ ქვეყანაში მოხდა გადატრიალება. ახალი არალეგიტიმური მთავრობა ცილობს ჩვეულებრივი ხალხი აქციოს მონებად. საკითხავია, რატომ აგზავნიან მშვიდობიან რეგიონებში ჯარისკაცებს და მძიმე ტექნიკას.“
დაჯგუფებაში დაახლოებით 30-მდე აქტივისტია და 24 საათიან რეჟიმში სადარაჯოზე დგანან. საჭიროების შემთხვევაში კი, ნახევარი საათში 200-დე ადამინის მობილიზაცია შეუძლიათ. ბოლო 4 დღის განმავლობაში უკვე 3 კოლონა გააბრუნეს უკან.
მსგავსი საგუშაგოები დონბასის რეგიონში 10 -ზე მეტია. მჭიდროდ დასახლებული რეგიონი ძირითადად ინდუსტრულია, სადაც ნახშირი და მეტალები მოიპოვება.
ეთნიკური რუსების რაოდენობა აქ არ აღემატება უკრაინულ მოსახლეობას, როგორც ეს ყირიმშია. ეს უკანასკნელი კი კვირის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გადავიდა, რასაც წინ უსწრებდა რეფერენდუმი და რომლის შედეგებსაც დასავლეთი არ აღიარებს. მოსახლეობის აღწერის მიხედვით, რომელიც 2011 წელს ჩატარდა, დონეცკში 48 % ეთნიკური რუსია, 46%-ს კი უკრაინელები წარმოადგენენ.
მიუხედავად იმისა, რომ იგორი დონეცკს მშვიდობიან რეგიონს უწოდებს, მდგომარეობა აქ სხვაგვარია. საპროტესტო აქციებზე მომხდარი შეტაკებების დროს სამი ადამიანი დაიღუპა.
დონეცკის მკვიდრის, საშას განცხადებით, კარგი იქნებოდა, თუკი დონეცკი ყირიმის მსგავსად რუსეთს შეუერთდებოდა.
სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე აღმოსავლეთისკენ გადაადგილებას რუსეთი არ აპირებს. თუმცა ამ განცხადებამ პრორუსული ძალების მიერ საგუშაგოების აღმართვას არ შაუშალა ხელი და უკრაინის სამხედრო ძალებთან შეტაკებებისთვის მზად არიან.
ამავე დაჯგუფებებმა რამდენიმე დღის წინ ლუგანსკში სარკინიგზო გზაც გადაკეტეს, სადაც მათი განცხადებით, ვაგონებით უკრაინული მხარე მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას ცდილობდა. დაჯგუფება აცხადებს, რომ მსგავს აქტივობებს ისინი კვლავაც შეებრძოლებიან.