რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის კონგლომერატის- "როსტეკის" ხელმძღვანელმა ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ რუსეთი მალე თავის უახლეს "ჰაუბიცებს" უკრაინული ძალების წინააღმდეგ განათავსებს და გამოიყენებს.
სახელმწიფო კორპორაცია "როსტეკის" ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ახალი „კოალიცია-SV“-ის ტესტირება დასრულდა და მათი მასობრივი წარმოება უკვე დაიწყო. მისივე განცხადებით, პირველი საპილოტე პარტია 2023 წლის ბოლოს იქნება მზად.
ასევე ნახეთ: მოსკოვი: იარაღის წარმოებით რუსეთი დასავლეთს უსწრებს
„ვფიქრობ, ისინი მალე გამოჩნდებიან იქ (უკრაინაში ბრძოლის ველზე), რადგან ამ კლასის "ჰაუბიცები" საჭიროა დასავლურ საარტილერიო მოდელებზე უპირატესობის უზრუნველსაყოფად“, - თქვა ჩემეზოვმა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ამ თვის დასაწყისში იტყობინებოდა, რომ ერთი „კოალიცია-SV“-ის "ჰაუბიცა" უკვე გაგზავნილი იყო უკრაინის ფრონტის ხაზზე.
"ჰაუბიცები", რომელთა მოქმედების რადიუსიც 70 კილომეტრამდეა, TASS-ის თანახმად, აღჭურვილია 152 მმ კალიბრის თანამედროვე 2A88 ქვემეხით, წუთში 10 გასროლის სიჩქარით. ასევე პროცესების ავტომატიზაციის თანამედროვე სისტემით - სამიზნეების შერჩევითა და ნავიგაციით.