რუსეთის მიერ სირიიდან ჯარის გამოყვანა არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ ვაშინგტონმა მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში წარმოებული აგრესიის გამო დაწესებული სანქციები მოუხსნას. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები ხშირად ირღვევა.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, მხოლოდ თებერვალში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, სულ ცოტა, 1500-ჯერ დაირღვა. ეუთო აცხადებს, რომ დარღვევების უმრავლესობა სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში დაფიქსირდა.