რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სირია რუსეთის არმიის თვითმფრინავების მორიგმა პარტიამ დატოვა. ამ ფონზე, ჟენევაში გაეროს ეგიდით მიმდინარე სირიის სამშვიდობო მოლპარაკებები გრძელდება.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მომვალ კვირას მოსკოვში გაემგზავრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შესახვედრად. განხილვის თემა სირიის სამშვიდობო პროცესი იქნება. ლიდერები 5 წლიანი სამოქალაქო ომის დასასრულებლად პოლიტიკური გადაწყვეტილების მონახვას ეცდებიან.
სამი კვირის წინ გაეროს ეგიდით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, სირიაში ბრძოლები მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამ პროგრესისა, სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ სირიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება შეუძლებელი იქნება პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში.