სირიისა და რუსეთის ავიაციამ ამერიკის მოკავშირე კოალიციის პოზიციები შემთხვევით დაბომბა

სირია

რუსეთის და სირიის ავიაციის სარდლობა ამბობს, რომ ქალაქ ალ-ბაბთან განთავსებული ამერიკის მოკავშირე სირიის არაბული კოალიციის პოზიციები შეცდომით დაბომბა. ამერიკული ქვედანაყოფი იერიშის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფებოდა.

ერაყში ანტიტერორისტული კოალიციის მეთაური, ამერიკის არმიის გენერალ-ლეიტენანტი სტეფან თაუნსენდი ამბობს, რომ საჰაერო იერიშისას სირიის არაბული კოალიციის მებრძოლები დაიღუპნენ. სირიის არაბული კოალიცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ალ-ბაბის სამხრეთით და აღმოსავლეთი განთავსებულ სოფლებში ებრძვის.

თაუნსენდმა თქვა, რომ საჰაერო იერიშისას ამერიკელი ჯარისკაცები 4-5 კილომეტრის მოშორებით, ზურგში, არაბული კოალიციის საკომანდო პუნქტში იდგნენ.

„რამდენი სასწრაფო ზარის შემდეგ რუსებმა შეცდომა აღიარეს და დაბომბვა შეწყვიტეს“, - განაცხადა გენერალმა.

თაუნსენდის ვარაუდით, რუსებსა და სირიის სამთავრობო ძალებს ალ-ბაბის მეზობელ სოფლებში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ეგულებოდათ.