რუსეთმა სამშაბათს განაცხადა, რომ ყოფილ რუს ჯაშუშზე თავდასხმის საქმის გამოძიებისთვის ბრიტანეთი არ დაკავშირებია. თუმცა მოსკოვის განცხადებით, ის მზად არის დაეხმაროს ბრიტანულ გამოძიებას. ყოფილი რუსი ჯაშუში საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა გადაყვანილი გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დაშავებული სერგეი სკრიპალია, რომელმაც ბრიტანეთისგან თავშესაფარი 2010 წელს რუსეთსა და ამერიკას შორის ჯაშუშების გაცვლის შემდეგ მიიღო. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ მომხდარი ტრაგიკულია და რუსეთის მთავრობას არ აქვს ინფორმაცია გამომწვევ მიზეზებზე.
66 წლის სკრიპალი და 30 წლის ქალი სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გამოძიება ბრიტანელი სამართალდამცავების ინფორმაციით ჯერ-ჯერობით საწყის ფაზაშია.
სკრიპალი 2006 წელს რუსეთში ბრიტანეთის MI6-ისთვის ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს. ის 2010 წელს რუსეთ-ამერიკის ჯაშუშთა გაცვლის დრო იქნა განთავისუფლებული.
რუსეთსა და ბრიტანეთში შორის ურთიერთობები ყოფილი KGB-ს აგენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს სიკვდილის შემდეგ დაიძაბა, რომელიც 2006 წელს პოლონიუმით მოწამლეს. ლიტვინენკოს მკლელობაში ბრალი ბრიტანეთმა პრეზიდენტ პუტინს წარუდგინა, როგორც მკლელობის დამკვეთს.