რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფისში აცხადებენ, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში მომუშავეთა ჯგუფი დააკავეს, რომლებიც უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო ინფორმაციის გადაცემაში არიან ეჭვმიტანილები.
სამსახური დაკავებულებს უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და ისეთი ტექნიკური ინფორმაციის გადაცემას ედავება, როგორიცაა იმ მოდელების სქემები, რომლებიც გამოიყენება რუსეთის საჰაერო ძალებისთვის იარაღის სისტემებისა და აღჭურვილობის წარმოებაში.
ასევე ნახეთ: არის თუ არა კაშხალზე თავდასხმა ომის დანაშაული?განცხადებაში ნათქვამია, რომ იგივე ჯგუფი ასევე მონაწილეობდა კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში სარკინიგზო ხაზების აფეთქებაში. ეს სარკინიგზო ხაზები უკრაინაში მებრძოლი რუსული ძალებისთვის იარაღის მიწოდებისთვის გამოიყენება.
დაკავებულების წინანაღმდეგ საქმე სახელმწიფო ღალატის ჩადენისა და დივერსიული აქტების მომზადების ბრალდებითაა აღძრული. მოსკოვი ამბობს, რომ დაკავებულები ბრალს აღიარებენ.