რუსეთის თქმით მარიინკას აკონტროლებს, უკრაინა ამ ინფორმაციას უარყოფს

კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი მოიპოვეს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მარიინკაზე, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად უკრაინული ჯარი კვლავ დანგრეული ქალაქის საზღვრებში რჩება.

”ჩვენმა მოიერიშე ქვედანაყოფებმა [...] დღეს მთლიანად გაათავისუფლეს მარინკას დასახლება”, - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვედრისას, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.

ასევე ნახეთ: პუტინი: უკრაინის ნატოში გაწევრიანება მიუღებელია 10 წელშიც და 20 წელშიც

პუტინმა თქვა, რომ ქალაქზე კონტროლის დაწესება, რომელიც დონეცკიდან, დაახლოებით, ხუთ კილომეტრში მდებარეობს, რუსეთის ძალებს საშუალებას მისცემს, მტრის საბრძოლო ნაწილებს დონეცკიდან მოშორებით გადაადგილებისკენ უბიძგებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა ოლეკსანდრ შტუპუნმა ორშაბათს უკრაინის ეროვნულ მაუწყებელს განუცხადა, რომ სასტიკი ბრძოლა ქალაქისთვის ამ დრომდე გაგრძელდა.

”ჩვენი ჯარები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში იმყოფებიან, ბრძოლები ქალაქისთვის გრძელდება. ქალაქი მთლიანად განადგურებულია, მაგრამ მერიინკას სრულ დაკავებაზე საუბარი არასწორია“, - თქვა შტუპუნმა.