რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ სამი MIG 31E ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი, კალინინგრადში განათავსა, თვითმფრინავები "კინჯალის" ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით არის აღჭურვილი. კრემლიდან ინფორმაციას რუსული სააგენტო „ინტერფაქსი ავრცელებს“.
კიდევ ერთი რუსეთის მთავრობის საინფორმაციო სააგენტო „რია“ კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამივე თვითმფრინავი მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იქნება.
კალინინგრადს რუსეთთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, თუმცა ეს ტერიტორიული ერთეული რუსეთს ეკუთვნის. კალინინგრადი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს. ლიეტუვაც და პოლონეთიც ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებია.
Your browser doesn’t support HTML5
მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ლიეტუვამ კალინინგრადს საქონლის ტრანსპორტირება შეუწყვიტა. მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოსკოვში მძაფრი რეაქცია გამოიწვია, კრემლში თქვეს, რომ შურს იძიებდნენ.
მანამდე ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ რუსულმა „მიგ 31“-ის ტიპის თვითმფრინავებმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვიეს.