სისხლის სამართლის საქმე, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერის - ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ, რომელიც შეიარაღებული ამბოხისკენ მოწოდების ბრალდებით აღიძრა, არ დახურულა და გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. აღნიშნულზე საუბრობს გაზეთი „კომერსანტი“ და რუსეთის სამი მთავარი საინფორმაციო სააგენტო, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, რომელმაც განმუხტა კრიზისი, კრემლმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდებოდა და ის ბელარუსში გადავიდოდა. ამას გარდა, მისი მებრძოლები ბაზებზე უნდა დაბრუნებულიყვნენ და არც მათ ემუქრებოდათ სამართლებრივი დევნა.
ასევე ნახეთ: ამბოხი რუსეთში - ევროპელ ლიდერთა შეფასებებითუმცა, ორშაბათს, 26 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, რუსული გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, რომ სისხლის სამართლის საქმე გახსნილი რჩება და უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) აგრძელებს გამოძიებას. გამოცემა არ აკონკრეტებს წყაროებს, რომელთაც ის ეყრდნობა.
რუსეთის სამი მთავარი საინფორმაციო სააგენტო - TASS, RIA და Interfax - ასევე იტყობინება, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გახსნილი რჩება და გამოძიება გრძელდება.
"პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა", - განაცხადა TASS-მა პროკურატურასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. ამ დანაშაულისთვის რუსეთის კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთა 12-20 წელია.
ასევე ნახეთ: შეწყვეტილი ამბოხი: რას ნიშნავს ეს პუტინის რუსეთისთვისპრიგოჟინმა, რომელიც არ გამოჩენილა შაბათს გვიან დონის როსტოვიდან გასვლის შემდეგ და კომენტარი გარიგებაზე მას შემდეგ არ გაუკეთებია, უარყო ამბოხის მცდელობა.
პრიგოჟინმა, პუტინის ყოფილმა ახლო მოკავშირემ, რომელიც „ვაგნერის“ ჯგუფთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების ნაწილს უძღვებოდა, საკუთარი ძალები მოსკოვისკენ პარასკევ საღამოს დაძრა. მანამდე კი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის არმიის შენაერთები მის ჯგუფს თავს დაესხნენ და ბომბავდნენ. აღნიშნულ ბრალდებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.